პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

პაკისტანში ნავთობის ტანკერის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა. ტანკერი ქალაქ ბაჰავალპურთან მკვეთრ მოსახვევში ამობრუნდა.

შემთხვევის ადგილზე ასობით ადამიანი მივიდა, რა დროსაც ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. სამაშველო სამსახურის ცნობით, დაღუპულთა გარდა არიან დაშავებულებიც, რომელთა რაოდენობაც 80-მდეა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.