პატრიარქმა „სოლიდარობის ფონდს“ მადლობა გადაუხადა

პატრიარქმა „სოლიდარობის ფონდს“ მადლობა გადაუხადა

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განსაცდელი ხდება ჩვენს წინაშე, ბევრი სასიკეთო რამ კეთდება, განსაკუთრებით ონკოლოგიური ავადმყოფობით დამძიმებული ბავშვებისთვის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

ამ კონტექსში უწმინდესმა „სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობა აღნიშნა. "მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც დააარსეს ეს ფონდი, შრომობენ და ზრუნავენ ჩვენი ბავშვებისთვის", - აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგებისას მრევლს გააცნეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „სოლიდარობის ფონდმა“ 2014 წლის ივნისიდან დღემდე 10 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება და ონკოლოგიური დაავადების მქონე 400 ბავშვის და 22 წლამდე ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო და მოუწოდეს, ვისაც სურვილი ექნება, ჩაერთოს აღნიშნულ ქველმოქმედებაში.