გიორგი კვირიკაშვილი მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

გიორგი კვირიკაშვილი მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. პრემიერი მუსლიმებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

”რამაზან ბაირამს ვულოცავ ჩვენს მუსლიმან ძმებს. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენი თანაცხოვრების ისტორია საუკუნეებს ითვლის; ჩვენ გვაკავშირებს დიდი მეგობრობა და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენი სიახლოვე და ურთიერთპატივისცემა თაობიდან თაობას გადაეცემა. მჯერა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენს საქართველოს. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს ამ დიდ დღესასწაულს, მთელი გულით ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას”, - ნათქვამია პრემიერის მისალოც განცხადებაში.