მუსლიმი მრევლი დღეს რამაზან ბაირამს აღნიშნავს

მუსლიმი მრევლი დღეს რამაზან ბაირამს აღნიშნავს

მუსლიმი მრევლი დღეს რელიგიურ დღესასწაულს რამაზან ბაირამს აღნიშნავს. დღესასწაულამდე მორწმუნეები ერთთვიან მძიმე მარხვაში იმყოფებოდნენ , რომლის დროსაც მათ მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ყოველგვარი საკვებისა და წყლის მიღება ეკრძალებოდათ.

სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ორთაჯამეში საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ აღავლინა. მორწმუნეებს ბაირამი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და რეგიონის სხვა ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს.

მუსლიმმა მრევლმა დღესვე ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, სადაც მეჩეთის მშენებლობას ითხოვენ, ღია ცის ქვეშ ლოცვა აღავლინა. ბათუმის მერიამ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა არ გასცა.