საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დაგეგმა და განახორციელა ქართველმა ამომმრჩეველმა, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი.

საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დაგეგმა და განახორციელა ქართველმა ამომმრჩეველმა, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი.

ამავდროულად, ქართულმა ოცნებამ მიუხედავათ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ამომრჩელის მხრიდან მინიჭებული ექსკლუზიური მანდატისა ყველა ის პოლიტიკური თამაშის წესი დაიცვა რასაც ასეთი პროცესი მოითხოვს.             სამწუხაროდ, არჩევნების მეორე ტურიდან მოყოლებული პრეზიდენტი შეეცადა პროცესისათვის ხელის შეეშალა.                               ისიც აღსანიშნავია, რომ ვერასოდეს ვერ მოხერხდებოდა იმ ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან შეთანხმება , რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან და ახლა უკვე მის განაყოფთან ასოცირდებიან ისეთ ფუნდამენტურ  და პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება როგორებიცაა ქორწინების, მიწის და პრეზიდენტის არჩევის წესი(ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის მოდელში), რომელსაც ქართული ოცნება ვერანაირი შეთანხმების ფასად ვერ დათმობდა.

აშკარაა, რომ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები გაურბიან პასუხისმგებლობას და საკუთარ გაკოტრებულ პოკიტიკურ პლატფორმას კონსტიტუციურ ჩანაწერებს აბრალებენ. ნუ დაავიწყდებათ, რომ მიუხედავათ მათი მცირერიცხოვანი წარმომადგენლობისა საქართველოს პარლამენთში,ბიუჯეტიდან ხალხის მიერ გადახდილ ფულს და დაფინანსებას იმისთვის იღებენ, რომ ოპონირება გასწიონ და ბოლომდე იყვნენ პროცესში ჩართულები.                                 ასევე აუცილელად უნდა ავღნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა გააკეთა და იმუშავა ბევრად მეტი, ვიდრე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად, რომლისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით.