მაია ფანჯიკიძემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას, გუშინ ქუთაისში გამართულ აქციაზე გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენმა მხარდაჭერამ, განწყობამ და საბრძოლო შემართებამ კიდევ ერთხელ განგვიმძაფრა გრძნობა, რომ ოქტომბერში გავიმარჯვებთ“-განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მან მედიის წარმომადგენლებს ბოდიში მოუხადა აქციის გაშუქების დროს შექმნილი დისკომფორტის გამო, რაც მოედანის სიმცირემ და აქციაზე მოსული ხალხის დიდმა რაოდენობამ წარმოქმნა.
ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სამართალდამცავების მხრიდან კოალიციის ახალგაზრდა მხარდამჭერების მასობრივ დაკითხვებზე. მისი თქმით ქუთაისის აქციამდე ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააძლიერა რეპრესიული მანქანა. დღესვე კოალიციის ოფისში 27 მაისის აქციაზე მოსახლეობის მიერ შევსებული „ოცნების ბარათები“ გამოფინეს, რათა მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცეთ პირადად გაეცნონ თუ რაზე ოცნებობს მოსახლეობა და რა სურვილები აქვთ მათ.