სასამართლომ აფგან მუხთარლის შინაპატიმრობაზე უარი უთხრა

სასამართლომ აფგან მუხთარლის შინაპატიმრობაზე უარი უთხრა

გუშინ, ნასიმის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის უარი უთხრა შინაპატიმრობის მოთხოვნაზე. აღნიშნულის შესახებ „მეიდან ტვ“ იუწყება.

ბრალდების მხარის, ჰასან გასიევის განცხადებით, აფგან მუხთარლის პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში სავარაუდოა, რომ მან ქვეყანა დატოვოს.

აფგან მუხთარლი 29 მაისს დააკავეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა. მას ბრალად ედება საზღვრის უკანონო გადაკვეთა, კონტრაბანდა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

აფგან მუხთარლის განცხადებით კი, ის თბილისში გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს.