საქართველოს პარლამენტში დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება

საქართველოს პარლამენტში დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება

საქართველოს პარლამენტში მსოფლიოს 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა.

„ჩვენ აღვნიშნავთ მსოფლიოს 57 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლის იუბილეს. ამ შემთხვევაში, „აღნიშვნა" არ არის მხოლოდ ფორმალური სიტყვა, ჩვენ მართლაც უნდა აღვნიშნოთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლის იუბილე.

ძალიან მოხარულები ვართ, გიმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გვქონდა მეგობარ ქვეყნებთან 25 წლიანი ურთიერთობის სიამოვნება და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.