თუ შს მინისტრი ნებას იბოძებს და პარლამენტში მობრძანდება, ჩვენ დავსვამთ ყველა კითხვას, რომელიც აქვს საზოგადოებას

თუ შს მინისტრი ნებას იბოძებს და პარლამენტში მობრძანდება, ჩვენ დავსვამთ ყველა კითხვას, რომელიც აქვს საზოგადოებას

შს მინისტრი თუ ნებას იბოძებს და მობრძანდება პარლამენტში, ჩვენ დავსვამთ ყველა კითხვას, რომელიც აქვს საზოგადოებას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

"საქართველოს ხელისუფლებამ ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ფორმალური ნაბიჯები მაინც უნდა გადაიდგას მუხთარლის საქმის გამოსაძიებლად. რაც ჩვენ აქამდე ვიცით, არის, რომ შს მინისტრი გამორიცხავს ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობას, ქრება ჩანაწერები, ჩანაწერებში იშლება გარკვეული მონაცემები. შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ყველანაირი საფუძველი გვაქვს დავასკვნათ, რომ ხელისუფლება ეფექტურ გამოძიებას არ ატარებს. შს მინისტრი თუ ნებას იბოძებს და მობრძანდება პარლამენტში, ჩვენ ყველა იმ კითხვას დავსვამთ, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას. ჩადენილია უმძიმესი დანაშაული, გატაცებულია ჟურნალისტი, ვიცით ყველანაირი მონაცემი: პირთა ჩაცმულობა, მათი რაოდენობა, მანქანა, რომლითაც გაიტაცეს და დღემდე არ არის ეს საქმე გახსნილი, რაც სამწუხაროდ მიუთითებს, რომ ქართველი სამართალდამცველები მონაწილეობენ ამ გატაცებაში",- განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, ყველა პასუხისმგებელ პირს, ვისაც კონტროლის განხორციელება ევალებოდა, ადრე თუ გვიან მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.