ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ოფიციალურად შეაჩერონ მოლაპარაკებები თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია კომიტეტის ყოველწლიურ ანგარიშში თურქეთის შესახებ.
„თურქეთში ახლახან ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების და საპრეზიდენტო უფლებამოსილების გათვალისწინებით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიასა და ევროკავშირის ეროვნულ მთავრობებს მოუწოდებს ოფიციალურად შეაჩერონ მოლაპარაკებები თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე თუ საკონსტიტუციო რეფორმის პაკეტი ცვლილებების გარეშე განხორციელდება“, - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კომიტეტის წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი აღნიშნულ რეზოლუციას. სავარაუდოდ, დოკუმენტს კენჭს უყრიან ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, რომელიც ივლისში გაიმართება.