გამოძიება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე განცხადებას გააკეთებს

გამოძიება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე განცხადებას გააკეთებს

გამოძიება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე განცხადებას გააკეთებს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე ისაუბრეს.

"ერთი მიმართულება არ არის მუხთარლი, ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებები არსებობს და ცოტა ფართოდ შევეხეთ ყველაფერს. დღევანდელი შეხვედრა არ ემსახურებოდა იმას, რომ დეტალებში წავსულიყავით, არამედ ემსახურებოდა ზოგადად, მინისტრთან შეხვედრას და რომელიც არის ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის არის მუხთარლის საკითხიც, ის საქმე, რაზეც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში, ბათუმის საკითხი და ა.შ.",- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც უკმარისობის განცდა უჩნდება პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას გამოძიების საქმიანობასთან დაკავშირებით.

"რადგან გამოძიება არ არის ბოლომდე დამთავრებული, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება არ არის რელევანტური და ადეკვატური. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ვერ მივიღებთ პასუხს და გაგვიჩნდება ეჭვი, რომ არ არის ობიექტური, ბუნებრივია, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში",- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.