ზაქარია ქუცნაშვილი:   2020 წლისთვის საარჩევნო ბარიერი 3%-მდე შემცირდება

ზაქარია ქუცნაშვილი: 2020 წლისთვის საარჩევნო ბარიერი 3%-მდე შემცირდება

პრემიერის ინიციატივით, 2020 წლისთვის პარტიებისთვის არსებული 5%-იანი ბარიერი 3%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, მოიძებნა კომპრომისი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 2018-2020 წლისთვის შენარჩუნდება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების არსებული სისტემა იმ დამატებით, რომ პარტიებისთვის არსებული საარჩევნო ბარიერი 3%-ზე დავა.

”მრავალთვიანი დებატები და განხილვები დღეს დასრულდა ერთიანი კომპრომისით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მომდევნო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დარჩება იგივე სისტემით, ანუ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის გზით, ხოლო პარლამენტის საარჩევნო სისტემით, რაც დღეს არის. ანუ საარჩევნო სისტემები, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნებში შენარჩუნდება 2018-2020 წლებში. უფრო მეტიც. 2020 წლისთვის პრემიერის ინიციატივით, პარტიებისთვის არსებული 5%-იანი ბარიერი შემცირდება 3%-მდე, რაც სუსტ ან ახალბედა პარტიებს საშუალებას მისცემს, არჩევნებში მონაწილეობის სახით თავისი წარმომადგენლები ჰყავდეთ. კომპრომისი მოიძებნა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 2018-2020 წლისთვის შენარჩუნდება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების არსებული სისტემა იმ დამატებით, რომ 3%-ზე დავა პარტიებისთვის არსებული საარჩევნო ბარიერი”, - განაცხადა გუშინ ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.

”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გუშინ საღამოს საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერის შეხვედრა გაიმართა.