“Georgian Airways”-მა ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ოპერირება დაიწყო

“Georgian Airways”-მა ბათუმიდან ასტანას მიმართულებით ოპერირება დაიწყო

ქართულმა ავიაკომპანია “Georgian Airways”-მა ბათუმი-ასტანა-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აღნიშნულ მიმართულებაზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ გუშინ 18 ივნისს შეასრულა.

რეგულარული ავიარეისები 11 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა),  Boeing B737 CL-600  ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა “Georgian Airways”-ს 19 მაისს მიენიჭა.