პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული პროექტი ნაბიჯია ნარკოპოლიტიკის გაადამიანურებისკენ.
”ნარკოტოკების მომხმარებელი არ არის კრიმინალი. მისი ციხეში გამომწყვდევა არ არის საშუალება არც პრევენციის და არც მკურნალობის. ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა მთელი 40 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე. ციხე არ არის მკურნალობის და პრევენციის უნიკალური საშუალება. ციხის მაგივრად უნდა იყოს ზრუნვა, მკურნალობა და გამოსავლის შეთავაზება. ქვაკუთხედი კი უნდა იყოს პრევენცია - ცხოვრების ჯანსაღი წესი და სპორტი”, - განაცხადა ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პროექტს, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონის ლიბერალიზაცია ხდება. პროექტი ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების - მცენარე კანაფის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების, ხოლო მარიხუანას დიდი ოდენობის ცვლილებას.