დავით უსუფაშვილის მიერ ახალი ძალის შექმნის ეტაპი ძალიან შთამბეჭდავია, დადებითად განაწყობს ჩემნაირ ადამიანს

დავით უსუფაშვილის მიერ ახალი ძალის შექმნის ეტაპი ძალიან შთამბეჭდავია, დადებითად განაწყობს ჩემნაირ ადამიანს

დავით უსუფაშვილის მიერ ახალი ძალის შექმნის ეტაპი ძალიან შთამბეჭდავია, დადებითად განაწყობს ჩემნაირ ადამიანს, - ამის შესახებ ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს.

როგორც რამაზ საყვარელიძემ ”ინტერპრესნიუსს” ”შენების მოძრაობის” დაარსების საკითხის შეფასებისას განუცხადა, უსუფაშვილმა მოახერხა და ქართული პოლიტიკური ელიტის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი შეკრიბა.

”უსუფაშვილმა შეკრიბა ადამიანები, რომელთა სახელები უკვე მრავალი წელია დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებასთან, განვითარებასა და ა.შ შემადგენლობის თვალსაზრისით, ალბათ, კრიტიკას ვერავინ გამოთქვამს, მითუმეტეს, რომ ამ შემადგენლობაში არიან ახალი სახეები და როგორც გავრცელებულ ინფორმაციებში ჩანს, მათ უკანაც გარკვეული გამოცდილებაა დაგროვილი. შემთხვევითი გვარები, თუ სიით ვიმსჯელებთ, არ არიან მოხვედრილი, მაგრამ ერთადერთი, რასაც მომავალი ნაბიჯებისთვის ვისურვები, არის, რომ ის სურვილი, რაც გამოთქმულია მათი სლოგანის სახით, დაკონკრეტდეს, თუ რა გზით აპირებენ ამ ყველაფრის გაკეთებას”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შანსებს, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ყველაფერი იმ დროინდელ პოლიტიკურ ლანდშაფტზე იქნება დამოკიდებული.

”2020 წლამდე მათ ბევრი რამ აქვთ გაკეთებული. გააჩნია როგორი პარტიები იქნებიან და მთლიანობაში როგორი პოლიტიკური სურათი და ლანდშაფტი იქნება. მოცემულ შემთხვევაში. პარტიის შექმნის ეტაპი ძალიან შთამბეჭდავია, დადებითად განაწყობს ჩემნაირ ადამიანს. ამ ეტაპზე შანსები მაღალია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმ დროის პოლიტიკური ლანდშაფტის სურათზე”, - განაცხადა ექსპერტმა.