გერმანულმა გაზეთმა Münchner Merkur-მა სამი გვერდი ″მოძრაობა ჰიზმეთს″ და ფეთჰულაჰ გიულენს დაუთმო და მოძრაობა გამოიკვლია.
გაზეთის სპეციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, განსაკუთრებით თურქეთში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წევრების გამოვლილ სირთულეებს, თურქეთიდან იძულებით გერმანიაში ჩასული ″მოძრაობა ჰიზმეთის″ მიმართ სიმპათიით განწყობილი, თურქი მოქალაქის მიერ მონაყოლი სირთულეებისა და დევნის მიხედვით წერს.
გამოცემა, ფეთჰულაჰ გიულენის ცხოვრების გამოკვლევასთან ერთად AKP-ს (სამართლიანობისა და განვითარების პარტია) მთავრობას და ერდოღანის ავტორიტარულ პოლიტიკასაც აკრიტიკებს. გაზეთი გიულენის რომის პაპთან შეხვედრას და დიალოგისთვის გაწეულ ძალისხმევას წინაპლანზე აყენებს და აღნიშნავს, რომ ის თავისი ქადაგებით არის ცნობილი და ადამიანებს რომლებსაც ის უყვართ მთელ მსოფლიოში სკოლების, საერთო საცხოვრებლების, საავადმყოფოების, საქველმოქმედო ასოციაციებისა და მედია ორგანიზაციების გახსნის შესახებ მოუწოდებს.
გაზეთი, გერმანიაში ″მოძრაობა ჰიზმეთის″ წარმომადგენელი ფონდის პრეზიდენტის ერჯან კარაკოინის ინტერვიუსაც უთმობს ადგილს. სადაც აქცენტი იმაზე კეთდება, რომ გადატრიალება კონტროლირებადი და ნაწილობრივ დაგეგმილი/გამოგონილი გადატრიალება იყო.
სტატიაში კარაკოინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ AKP-მ ″მოძრაობა ჰიზმეთი″ მთლიანობაში დამნაშავედ გამოაცხადა და მოხალისეები მსხვერპლად იქნა შერჩეული. ″ჰიზმეთის მიმდევრების მიზანი მისიონერობა კი არა უნივერსალური ღირებულებებია, მოძრაობა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას იცავს.″-აცხადებს კარაკოინი და დასძენს, რომ მის მიმართ ძალიან ბევრი შეურაცყოფა და მუქარა არსებობს.
წყარო: http://aktifhaber.com/medya/alman-gazetesinden-hizmet-hareketi-yazisi-h98843.html