თურქეთი პასუხს გასცემს აშშ-ს ჩემი დაცვის წევრების დაკავების ორდერის გაცემის გამო

თურქეთი პასუხს გასცემს აშშ-ს ჩემი დაცვის წევრების დაკავების ორდერის გაცემის გამო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ პასუხს გასცემს აშშ-ს მისი დაცვის წევრების დაკავების ორდერის გაცემის გამო. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე ვიყავი აშშ-ში. „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ და ფეთჰულა გიულენის მხარდაჭერები 40-50 მეტრში იმ ადგილიდან, სადაც მე ვიმყოფებოდი აქციას მართავდნენ. ამერიკულმა პოლიციამ არაფერი მოიმოქმედა. მსგავსი რამ თურქეთში რომ მომხდარიყო, ხომ წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა?“ - აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ „ამიერიდან თურქეთი ამერიკის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური და იურიდიული მეთოდებით შეებრძოლება“.

„ჩემი დაცვის სამსახურის 12 წევრზე დაკავების ორდერი გასცეს. ეს რა კანონია? თუ მათ ნებადართული არ აქვთ ჩემი დაცვა აშშ-ში, მაშინ თან რატომ უნდა წავიყვანო?“ - განაგრძო თურქეთის პრეზიდენტმა.

16 მაისს, ვაშინგტონში ერდოღანის დაცვის წევრებსა და მანიფესტანტებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ვაშინგტონის პოლიციამ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ორი წევრი დააკავა, თუმცა შემდეგ გაათავისუფლა.

ჩხუბის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. თურქეთის საელჩოს განცხადებით, ჩხუბის პროვოცირება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მხარდამჭერებმა მოახდინეს.