დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას პირადი მძღოლი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით იძებნება

დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას პირადი მძღოლი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით იძებნება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას პირადი მძღოლი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით იძებნება.

cyxymu.info-ს ცნობით, სამართალდამცავ სტრუქტურებს დაზარალებულის დედამ განცხადებით მიმართა, რომლის ინფორმაციით, ასტამურ ჯოპუამ მისი შვილი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიტაცა, სცემა და გააუპატიურა.

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, 1981 წელს დაბადებული ასტამურ ჯოპუას მიმართ სისხლის სამართლის საქმე გაუპატიურებისა და მკვლელობის მუქარის ბრძალდებით არის აღძრული.