ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს პარტნიორებს და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს

ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს პარტნიორებს და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს

ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, ევროპარლამენტში იქნება თუ ევროკომისიაში და ვითვალისწინებთ მათ რჩევებს, მათ ხედვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის მუხთარლის საქმეზე, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტის რეზოლუციას.

"მგონი განსაკუთრებული განსხვავება ამ კონკრეტულ საკითხზე ჩვენს შორის არ არსებობს. მხედველობაში მაქვს ის, რომ, რა თქმა უნდა, გამოძიებამ რაც შეიძლება დროულად უნდა დაადგინოს, რეალურად რა მოხდა და უნდა გაეცეს პასუხი, წერტილი დაესვას ერთხელ და სამუდამოდ ამ საქმეს. რეზულიციის მიღებამდეც და მიღების შემდეგაც ამ აზრს ვაფიქსირებ“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპარლამენტი მუხთარლის საქმეზე მიღებული რეზოლუციის ტექსტში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სწრაფი, საფუძვლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა.