არჩილ თალაკვაძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შეხვდა

უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც, ძირითადად, საჯარო მმართველობისა და საჯარო პოლიტიკის ფაკულტეტების სტუდენტები ესწრებოდნენ, საუბრის მთავარი თემა საქართველოში საჯარო პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესი იყო.

არჩილ თალაკვაძემ აუდიტორიას განსახილველად საჯარო პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების რამდენიმე მაგალითი წარუდგინა.

სტუდენტებმა უმრავლესობის ლიდერს კითხვები  საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში პარლამენტის როლზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონმდებლობაზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე დაუსვეს.