ბიძინა ივანიშვილს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ დარიგებაში ადანაშაულებენ (VIDEO)

ბიძინა ივანიშვილს სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ დარიგებაში ადანაშაულებენ (VIDEO)

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს კონტროლის პალატის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს განიხილავდა,რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილი სატელიტური ანტენების უსასყიდლოდ დარიგებაშია დადანაშაულებული.

 მოსამართლე კობა გოცირიძემ საქმეში არ მიიღო ისეთი მტკიცებულები, რომლებიც ადასტურებს, რომ კონტროლის პალატის მიერ ოქმი არასწორად არის შედგენილი. "ბიძინა ივანიშვილს ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს. ის კომპანია კი, რომელიც მოხსენიებულია, თითქოსდა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქმედების საქმეში - "გლობალ კონსტალინგ გრუპი" საერთოდ არ არის ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული. ამასთან, ივანიშვილის სახელზე საქართველოში არც ერთი კომპანია არ არის დაფუძნებული, იქიდან გამომდინარე, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის. სასამართლო პროცესზე ვერ დასახელდა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც ივანიშვილის ბრალეულობას გამოავლენდა“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ. აღნიშნული პროცესი 11ივნისს განახლდება. ორშაბათამდე გადაიდო შპს “ბურჯისა” და “ელიტა ბურჯის” საქმის განხილვაც.