საპარლამენტო კომიტეტში კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

საპარლამენტო კომიტეტში კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტში კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად აჭარის კონსტიტუციის შესახებ კონსტიტუციურ კანონში შესატან ცვლილებებსაც განიხილავენ.

განხილვა პარლამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარეობს. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცნობს.

პირველი მოსმენით განხილვა კომიტეტების ფარგლებში მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში იმსჯელებს.

როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პირველი და მეორე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ, საბოლოო მოსმენით კი, საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ.