იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 რაიონში სასამართლოს თავმჯდომარეები დანიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 რაიონში სასამართლოს თავმჯდომარეები დანიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 სასამართლოში თავმჯდომარეები დანიშნა. სასამართლოს თავმჯდომარეები საბჭოს წევრების ერთსულოვანი მხარდაჭერით დაინიშნენ. კენჭისყრამდე კანდიდატებთან მცირე გასაუბრება გაიმართა.

უფრო კონკრეტულად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დავით მამისეიშვილი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ხემძღვანელად ნატრული აკობია, რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარედ მამია ფხაკაძე, გორის სასამართლოს ხელმძღვანელად ნიკოლოზ მარსაგიშვილი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დიმიტრი გვრიტიშვილი, ბოლნისის სასამართლოს თავმჯდომარედ თეა ლეონიძე, თეთრიწყაროს სასამართლოს ხელმძღვანელად ვლადიმერ ხუჭუა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ ლევან მეშველიანი, საჩხერის სასამართლოს თავმჯდომარედ ივანე ყიფიანი, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ თეიმურაზ სიხარულიძე, ხევლაჩაურის რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელად კი ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა.