აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილს დაცვა დაენიშნა

აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილს დაცვა დაენიშნა

ლეილა მუსტაფაევასა და მის მცირეწლოვან შვილს დაცვა დაენიშნა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განუცხადა.

ჩოფიკაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გადაწყდება ამ საქმეში მოწმეთა დაცვის საკითხიც.

”გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაცვა დაენიშნება ქალბატონ ლეილას და მის მცირეწლოვან შვილს, ასევე იმსჯელებენ მოწმეთა დაცვის საქმესთან დაკავშირებითაც და მოგვიანებით გვაცნობებენ ამის შესახებ”, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

თბილისის ძველი პოლიციის #1 განყოფილებაში ლეილა მუსტაფაევა ადვოკატთან ერთად უწყების წარმომადგენლებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ხვდებოდა. ადვოკატისა და თავად ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საუბარი ძირთადად აფგან მუხთარლის ოჯახისა და საქმეში არსებული მოწმეების უსაფრთხოებას ეხებოდა.