ახალი პროექტით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს ექნება

ახალი პროექტით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს ექნება

პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს.

კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის. პროექტის ავტორია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.