საპარლამენტო უმცირესობა ირაკლი კობახიძეს მიმართავს, შსს-სა და სუსი-ს ხელმძღვანელების პარლამენტში მისვლა უზრუნველყოს

საპარლამენტო უმცირესობა ირაკლი კობახიძეს მიმართავს, შსს-სა და სუსი-ს ხელმძღვანელების პარლამენტში მისვლა უზრუნველყოს

საპარლამენტო უმცირესობა უმცირესობის ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე შსს-სა და სუსი-ს ხელმძღვანელებს იბარებს.

მათი მოწვევის მიზანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებული საქმეა.

უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა დაეხმაროს ოპოზიციას, მოხდეს აღნიშნული უწყების პირველი პირების პარლამენტში მოსვლა და მათი მოსმენა.

ოთარ კახიძის თქმით, პრობლემურია პარლამენტის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლი და ზედამხედველობა, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში დაბარების მიუხედავად, საკანონმდებლო ორგანოში არ მოდიან. მან ამის მაგალითად ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან დაკავშირებული შემთხვევა გაიხსენა.

თავის მხრივ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხი საკმაოდ აქტუალურია და აღნიშნული თემით უმრავლესობაც არის დაინტერესებული.