ჩვენ ახლო კონტაქტში ვართ მთავრობასთან, ის საკითხის სერიოზულობას აცნობიერებს

ჩვენ ახლო კონტაქტში ვართ მთავრობასთან, ის საკითხის სერიოზულობას აცნობიერებს

ჩვენ ვართ ახლო კონტაქტში მთავრობასთან, ის აცნობიერებს ამ საკითხის სერიოზულობას, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ამ საკითხზე ხვალ საელჩოში მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.

"თქვენ, ალბათ, ყველამ იხილეთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ამ საკითხზე, რომლის მიხედვითაც, დეპარტამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანს ამ პიროვნების გათავისუფლებისკენ. გარდა ამისა, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ძალიან დეტალურად და სრულად გამოიძიოს ამ საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები.

ჩვენ ვართ ახლო კონტაქტში მთავრობასთან და ის აცნობიერებს ამ საკითხის სერიოზულობას.

ჩვენ ასევე მივიღეთ მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოებისგან, ამ საკითხზე შეხვედრასთან დაკავშირებით და ხვალ ჩვენ შევხვდებით ჟურნალისტებს და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს",- აღნიშნა ელჩმა.