მთავარ პროკურატურაში გიორგი ბადაშვილის ირაკლი შოთაძის მოადგილედ შესაძლო დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ

მთავარ პროკურატურაში გიორგი ბადაშვილის ირაკლი შოთაძის მოადგილედ შესაძლო დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობენ

მთავარ პროკურატურაში გიორგი ბადაშვილის ირაკლი შოთაძის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადეს, ამ თემის შესახებ „წარმოდგენა არ აქვთ“.

არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი კვლავ პროკურატურაში დაბრუნდება და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც ცნობილია, ბადაშვილი საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნამდე მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა.