ეკა ბესელიას ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი ძალოვანი უწყების სისტემაში გააგრძელებს საქმიანობას

ეკა ბესელიას ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი ძალოვანი უწყების სისტემაში გააგრძელებს საქმიანობას

ეკა ბესელიას ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი ძალოვანი უწყების სისტემაში გააგრძელებს საქმიანობას. ბესელია ვერ აკონკრეტებს, თუ სად შეიძლება დაინიშნოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ის გარკვეულ პოზიციაზე იქნება წარდგენილი ძალოვან უწყებაში.

ბესელიასთვის ასევე უცნობია, ვინ დაინიშნება საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად.

მისი თქმით, საგამოძიებო სამსახურში დაგეგმილია სტრუქტურული ცვლილებები და ამ სიახლეების თაობაზე ფინანსთა სამინისტრო გააკეთებს განმარტებებს.