ბრიუსელში ორგანიზაცია ”ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” დაარსდება

ბრიუსელში ორგანიზაცია ”ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” დაარსდება

ბრიუსელში ორგანიზაცია ”ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” დაარსდება. როგორც ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა თეონა ლავრელაშვილმა განაცხადა, ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია ევროპის პარლამენტში გაიმართება, რომელსაც ევროპის პარლამენტარები, ევროკომისიის და სხვა ევროპული ინსტიტუტების, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსისა და კვლევთი ცენტრების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მისივე განმარტებით, ”ევროპული ალიანსი საქართველოსთვის” მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის წარმოჩენას, ქართული და ევროპული მთავროებების, ინსტიტუტების, სამოქალაქო სექტორის, ბიზნესის დაახლოების ხელშეწყობას, საინვესიტიციო პროექტების მხარდაჭერასა და ინიცირებას, და საქართველოს საერთაშორისო ცნობადობის გაზრდას.

”საქართველოს, როგორც პატარა, მაგრამ გეოპოლიტიკური პოტენციალის მქონე ქვეყანას ესაჭირეობა მუდმივი სტრატეგიული კომუნიკაცია საერთაშორისო საზოგადოებასთან, რათა შეინარჩუნოს ადგილი პოლიტიკურ თუ ეკონიმკურ დღის წესრიგში. ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რომ მოხდეს ქართული სახელმწიფოებრივი ინტერესების მკაფიოდ წარმოჩენა და წარმართვა, სწორედ ამ მიმართულებით საქმიანობას ისახავს მიზნად „ევროპული ალიანსი საქართველოსთვის“, რომელსაც როგორც ევროპელი, ისე ქართველი დამფუძნებელები ჰყავს, და რომელსაც აქტიურად უერთდებაინ ევროპელი პოლიტიკოსები, სამოქალაქო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები”, - განაცხადა თეონა ლავრელაშვილმა.