აფგან მუხთარლის ადვოკატს ბაქოს იზოლატორში დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლება არ მისცეს

აფგან მუხთარლის ადვოკატს ბაქოს იზოლატორში დაკავებული ჟურნალისტის მონახულების უფლება არ მისცეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატ ელჩინ ნამაზოვს დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების საშუალება არ მიეცა.

როგორც ელჩინ ნამაზოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბაქოს დროებითი მოთავსების იზოლატორის ხელმძღვანელმა მას აფგან მუხთარლისთან შესახვედრად გამომძიებლების ნებართვა სთხოვა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, აღნიშნული მოთხოვნა უკანონოა, ვინაიდან მას, როგორც ადვოკატს სასამართლოს ნებართვა აქვს.

ელჩინ ნამაზოვის თქმით, ის ხვალ კიდევ ერთხელ შეეცდება თავის დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდეს.