ირაკლი კობახიძე: „პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გადასინჯული კანონპროექტი შევა

ირაკლი კობახიძე: „პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გადასინჯული კანონპროექტი შევა"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით კონსტიტუციური კანონპროექტი გადაისინჯება და მასში რიგი ცვლილებები შევა.

„ჩვენ უნდა დაველოდოთ ორ რამეს. ეს არის საკომიტეტო განხილვები და ვენეციის კომისიის დასკვნა. მას შემდეგ, რაც დასრულდება საკომიტეტო განხილვები და მას შემდეგ, რაც მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნას, უკვე გაცხადდება პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, დოკუმენტი გადაისინჯება და დოკუმენტში შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით. დაველოდოთ საკომიტეტო განხილვებს, დაველოდოთ ვენეციის კომისიის დასკვნას და ამის შემდეგ უკვე გადასინჯული კანონპროექტი შევა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.