საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ხორვატიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ხორვატიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თამარ ხულორდავას ხელმძღვანელობით, ხორვატიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ვიზიტი ხორვატიის პარლამენტის მიწვევით შედგა, რომელიც ხორვატია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას ემსახურებოდა.

ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ, ჯგუფის წევრებთან - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილთან და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრ ალექსანდრე ქანთარიასთან ერთად, ხორვატიაში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

ორმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს და ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ხორვატიის გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს მხარეებმა ვიცესპიკერ მილიან ბრკიჩთან, ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ივან მილოშევიჩთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მირო კოვაჩთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას.

როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად არის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს დახმარება გაუწიოს.