ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან დაკავშირებით

ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან დაკავშირებით

კახა კალაძე არის ჩემი მეგობარი და თუ მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დადგება, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

ნარმანია ადასტურებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს.

"როგორც თქვენთვის ცნობილია მიმდინარეობს კონსულტაციები. როგორც კი დასრულდება, შედეგები თქვენთვის ცნობილი იქნება. წინასწარი განცხადებებისგან და შეფასებისგან უმჯობესია, შევიკავოთ თავი. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ და დასძინა, რომ კონსულტაციებში თავადაც არის ჩართული.