ზურაბ ალავიძე:  კახა კალაძე თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია

ზურაბ ალავიძე: კახა კალაძე თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია

კახა კალაძე მმართველი გუნდიდან თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს შესაბამის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც მან განმარტა, აღნიშნული საკითხის განხილვა პოლიტსაბჭოს სხდომაზე უახლოს მომავალში მოხდება.

„კახა კალაძე მმართველი გუნდიდან თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია. დაველოდოთ მოვლენებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ კახა უალტერნატივოა", - განაცხადა ალავიძემ.