ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია

ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია

ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ დარჩა რიგი პროცედურები გასავლელი, რის შემდეგადაც მმართველი პარტია თავის კანდიდატს წარადგენს.

ჯეჯელავას განცხადებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.

”არჩევნები თავისთავად გულისხმობს ალტერნატივებს. ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. თუმცა ჯერ პროცედურებია გასავლელი. პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ამის შემდეგ წარადგინოს კანდიდატი, რაც უახლოეს მომავალში მოხდება. ჩემთვის კახა კალაძე მისაღები კანდიდატია”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.