იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს. თავმჯდომარეობის კანდიდატები საბჭოს შენობაში უკვე იკრიბებიან.

როგორც ბოლნისის რაიონული საასმართოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა თეა ლეონიძემ განაცხადა, ის სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას 2015 წლიდან ასრულებს და ფიქრობს, რომ საკუთარ ვალდებულებებს ნორმალურად ართმევს თავს. კითხვებზე, იცნობს თუ არა ის პირადად საბჭოს წევრებს, ლეონიძემ განაცხადა, რომ რამდენიმეს იცნობს და მათთან ერთად უმუშავია.

”თბილისის სააპელაციო სასამართლოში როდესაც ვმუშაობდით მომიწია ზოგიერთ მათგანთან საქმიანობა, როდესაც ბოლნისის სასამართლოში ვმუშაობდი ბატონ სერგო მეთოფიშვილთან ერთად. სააპელაციო სასამართლოს წევრებს ყველას ვიცნობ”, - განაცხადა ბოლნისის რაიონული სასამართოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა.

რაც შეეხება არასამთავრობოების კრიტიკას, რომ თავმჯდომარეების დანიშვნა პირადი შეხედულებებით ხდება, თეა ლეონიძემ განმარტა, რომ საბჭოს წევრები ყველა მოსამართლეს იცნობენ და აქედან გამომდინარე, არ ჰგონია, რომ პირადი შეხედულება რაიმე გადამწყვეტი იყოს დანიშვნისას.

”როდესაც სასამართლო სისტემიდან მოდიხარ, გინდა არ გინდა, ყველა მათგანს იცნობ. არ მგონია იყოს მოსამართლე, რომელიც არ იცნობდეს საბჭოს წევრებს და საბჭოს წევრები არ იცნობდნენ მას. აქედან გამომდინარე, არ მგონია პირადი შეხედულება გადამწყვეტი იყოს ამ შემთხვევაში”, - განაცხადა თეა ლეონიძემ.