გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხზე განცხადება დღეს გაკეთდება

გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხზე განცხადება დღეს გაკეთდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში შაბათს განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაკეთდება.

„გიორგი ბადაშვილი და მისი გუნდი ამ ეტაპზე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, თუმცა განიხილება გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი. საკითხზე განცხადება ორშაბათს გაკეთდება“, - აღნიშნეს პრესსამსახურში.