ლონდონში ტერაქტის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცველებმა რეიდები დაიწყეს. უკვე დაკავებულია 12 ეჭვმიტანილი, რომელთაც ბრალი ლონდონის ტერაქტთან კავშირში ედებათ.
პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები ლონდონის აღმოსავლეთ რაიონში დააკავეს. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ემბერ რუდის თქმით, დიდი ალბათობით ლონდონის ხიდზე ტერაქტი, რადიკალმა ისლამისტმა ტერორისტებმა მოაწყეს.