ტერეზა მეი:  მოვიდა დრო ვთქვათ - კმარა!

ტერეზა მეი: მოვიდა დრო ვთქვათ - კმარა!

მოვიდა დრო ვთქვათ - კმარა!, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ლონდონში მომხდარი ტერაქტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ისლამური ექსტრემიზმის ბოროტი იდეოლოგია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამარცხდეს. პრემიერ მინისტრმა დიდ ბრიტანეთში მომხდარ სხვა ტერორისტულ თავდასხმებზეც ისაუბრა. ტერეზა მეის განცხადებით, მარტიდან 5 თავდასხმა მოხდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ტერორიზმი ტერორიზმს ბადებს.

პრემიერმა 8 ივნისს გასამართ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების თარიღი მომხდარის მიუხედავად უცვლელი დარჩება. ეს გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა ლონდონის მერთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.