კვლევები აჩვენებს, რომ განათლების სფეროში ძალიან ბევრი მიმართულებით მძიმე მდგომარეობაა

კვლევები აჩვენებს, რომ განათლების სფეროში ძალიან ბევრი მიმართულებით მძიმე მდგომარეობაა

კვლევები აჩვენებს, რომ განათლების სფეროში ძალიან ბევრი მიმართულებით მძიმე მდგომარეობაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომელიც სასკოლო განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე სასტუმრო “ბილთმორში” მიმდინარე კონფეროენციაში მონაწილეობს.

სერგო რატიანის თქმით, პრობლემაა ისიც, რომ განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე პასუხები არ არსებობს.

“განათლების პოლიტიკა უკეთეს შემთხვევაში, უბრალოდ უმოქმედოა არსებული პრობლემების მიმართ, ამას აჩვენებს როგორც გამოცდები, ასევე ბევრი სხვა ინდიკატორი”, - აცხადებს სერგო რატიანი.