ლონდონში მომხდარ ტერაქტს საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი გამოეხმაურნენ. ემანუელ მაკრონის განცხადებით, ისე როგორც არასდროს, საფრანგეთი დიდი ბრიტანეთის გვერდით დგას და ლონდონში განხორციელებულ ტერაქტს, როგორც საფრანგეთის მთავრობა, ისე ფრანგი ხალხი გმობს.
მაკრონის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას დიდ ბრიტანეთთან ერთად საფრანგეთიც გააგრძელებს.
ლონდონის ტერაქტისას საფრანგეთის ორი მოქალაქე დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით კი, ნებისმიერი ფორმით გამოხატული ტერორიზმის წინააღმდეგ გერმანია დიდი ბრიტანეთის გვერდით მტკიცედ დგას.