ერაყის ქალაქ მოსულში შეიარაღებულ დაპირისპირებას ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ეწირება. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რეპორტიორი ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების ათეულობით ცხედარს წააწყდა.
ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელთა განმარტებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები ესვრიან ყველას, ვინც მათი კონტროლის ქვეშ არსებული ტერიტორიის დატოვებას ცდილობს.
ერაყის სახელისუფლებო ძალებმა ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის დახმარებით, 2016 წელს მოსულის გათავისუფლების სპეცოპერაცია დაიწყ, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მნიშვნელოვან დასაყრდენად იქცა.
შეიარაღებული დაპირისპირებისას ექსტრემისტებს მშვიდობიანი მოსახლეობა „ცოცხალ ფარად“ ამ დრომდეც არაერთხელ გამოუყენებიათ.