ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, 48 ადამიანი დაშავდა. მათ შორის პოლიციის ოფიცერიც არის, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა სამივე თავდამსხმელის ლიკვიდირება შეძლეს.
ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა წინასაარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერა, თუმცა „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის“ ლიდერმა პოლ ნატოლმა განაცხადა, რომ ჩვეულ განრიგს არ გადაუხვევს, რადგან ეს სწორედ ის არის, რაც ტერორისტებს სურდათ.
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მთავრობის საგანგებო კომიტეტის, COBRA-ს სხდომა უკვე გამართა და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.