არა მგონია, გიორგი ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებულ ინციდენტთან იყოს კავშირში

არა მგონია, გიორგი ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებულ ინციდენტთან იყოს კავშირში

არა მგონია, გიორგი ბადაშვილის მიერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებულ ინციდენტთან იყოს კავშირში – ეს კავშირშია ფინანსური პოლიციის პირდაპირი ამოცანებისა და მიზნების შესრულება-არ შესრულებასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.

ჯეჯელავა ბადაშვილის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლას მიმდინარე საკადრო საკითხს უწოდებს. მისივე თქმით, არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ არის ბადაშვილის შემცვლელი აღნიშნულ თანამდებობაზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით განცხადება ორშაბათს გაკეთდება.

„გიორგი ბადაშვილი და მისი გუნდი ამ ეტაპზე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, თუმცა განიხილება გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი. საკითხზე განცხადება ორშაბათს გაკეთდება“, - აცხადებენ პრესსამსახურში.