მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ავეჯი გადაეცათ

მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ავეჯი გადაეცათ

დიდუბის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ავეჯი, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტი გადაეცათ.

დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი კომპანია „ოპ_არტის“ დირექტორთან მაკარ მაკარიძესთან ერთად ესტუმრა ოჯახებს და პირადად გადასცა საჩუქრები.

 როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ოპ-არტი“ მსგავსი საქველმოქმედო აქციების გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.