5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს

5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს

5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 30 გრადუსზე მეტი იქნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 7 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

4-5 ივნისს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. 5 ივნისს დროგამოშვებით ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრს მიაღწევს.

4-5 ივნისს, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 გრადუსია მოსალოდნელი.

5-6 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-31 გრადუსი იქნება.

6-8 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 გრადუსს მიაღწევს.

7 ივნისის შემდეგ არამდგრადი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა დაიწევს.