დიდუბის რაიონში ამხანაგობების დაფინანსება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში ამხანაგობების დაფინანსება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სხვადასხვა სახის სამუშაოები 36 ობიექტზე დასრულდა, მათ შორის: 6 ობიექტზე წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია, 9 მისამართზე ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეკეთება , ასევე,  სადარბაზოების რემონტი, საერთო სარგებლობის კიბეების, ლიფტების, სადარბაზოს მეტალის კარებისა და შენობის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დასრულდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების მისაღებად, დიდუბის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში განცხადებები ყოველი თვის პირველიდან 10 რიცხვის ჩათვლით მიიღება. მაისის თვეში თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში 65 განცხადებაა შესული.

მიმდინარე წელს დიდუბის რაიონის გამგეობამ ამხანაგობების მიერ წარდგენილი 178 ობიექტის რეაბილიტაცია დააფინანსა, რომელზეც ჯამში 1 988 056 ლარი დაიხარჯა.