უცხოელ მოხალისე პედაგოგებისთვის სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

უცხოელ მოხალისე პედაგოგებისთვის სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

"ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამისფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც უცხოელ მოხალისე მასწავლებლებსსერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სასწავლო წელი, უცხოელ კოლეგებთან ერთად,უცხოური ენის ქართველმა პედაგოგებმაც შეაჯამეს და მოხალისეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებმაც პროგრამის ფარგლებშიგამოცხადებულ, უცხოენოვანი ესეების კონკურსში გამარჯვება მოიპოვეს.

ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა ესწრებოდა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, უკვე მეშვიდე წელია, რაც უცხოელი მოხალისე მასწავლებლების დახმარებით, საქართველოს საჯარო სკოლებში უცხოური ენების სწავლების ხარისხი უმჯობესდება. 2012 წლიდანპროგრამამ ცვლილებები განიცადა და ხარისხისგაუმჯობესების მიზნით, მოხალისე მასწავლებელთა შერჩევის კრიტერიუმები დახვეწა, გარდა ამისა, უფრო მრავალფეროვანი გახდა და ინგლისურენოვან მასწავლებლებს, ჩინური, ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლებიც შეუერთდნენ. „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ახლა უკვე არა მარტო უცხოური ენების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არამედ ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების კუთხითაც მუშაობს. უცხოელი მოხალისეების საქმიანობის ნაწილს კოლეგებთან თანამშრომლობა, ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ადგილობრივი მასწავლებლების ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესების მიზნით, უცხოურ ენაზე კომუნიკაცია წარმოადგენს.