საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები შეგვპირდნენ, რომ სრულყოფილად გამოიძიებენ მუხთარლის საქმეს

საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები შეგვპირდნენ, რომ სრულყოფილად გამოიძიებენ მუხთარლის საქმეს

საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირები შეგვპირდნენ, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ აფგან მუხთარლის საქმის გარემოებებს, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„,ეს არის ნამდვილად სერიოზული ბრალდებები. ჩვენ გვქონდა კონტაქტი ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფოს თანამდებობის პირებთან. ისინი შეგვპირდნენ, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ მუხთარლის საქმის გარემოებებს. ისინი, რა თქმა უნდა, აცნობიერებენ სერიოზულობას ამ საკითხის. მათ ასევე დაგვარწმუნეს, რომ იმ აზერბაიჯანელი მოქალაქეების, უფლებადამცველების, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში, უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა იან კელიმ.